საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რეგიონში მინიმუმ 15 ჟურნალისტი დაიღუპა | CPJ

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, "ჰამასსა" და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტი დაიღუპა.

CPJ-ის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელია. დაშავდა 8 ჟურნალისტი, მედიის 3 წარმომადგენელი კი დაკარგული ან დაკავებულია. როგორც კომიტეტი ამბობს, ისინი იძიებენ ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისების დაზიანების შემთხვევებსაც.

CPJ-ის თქმით, განსაკუთრებული რისკის წინაშე ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტს გაშუქებას ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.

"ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები," - წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი