ებრაულენოვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში ისრაელს ეწვევა.
აღნიშნულს საფრანგეთის საელჩო ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ მაკრონის სურვილია ისრაელს "რაც შეიძლება მალე" ეწვიოს, როგორც კი შესაბამისი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება გამოჩნდება.
ამას გარდა, ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"მინდა ვიყო ძალიან ფრთხილი, რათა საფრთხე არ შევუქმნათ იმ ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რომლებსაც ამჟამად ვაწარმოებთ. მაგრამ მოლაპარაკებები მაინც პროგრესირებენ და ჩვენ ვაკვირდებით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩადის.