IDF: ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების შედეგად 2 რეზერვისტი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შედეგად ორი რეზერვისტი და ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 

მათივე ცნობით, ერთი რეზერვისტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე კი მსუბუქადაა დაშავებული. 

ცნობილია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" იღებს. 

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი