"პირველად გავიგე დღეს ეს გვარი და სახელი... კენჭისყრა რომ დაიწყო, ჟურნალისტებთან ვიყავი გარეთ", - ამის შესახებ უფრაქციო დეპუტატი დილარ ხაბულიანი "მთავარ არხთან" საუბრობს და გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ოპოზიციიდან იუსტიციის საბჭოს კანდიდატებს მხარი სწორედ მან დაუჭირა.
პირველად გავიგე დღეს ჟურნალისტებისგან ეს გვარი და სახელი. კენჭისყრის პროცესი როცა დაიწყო, მე მაშინ ვიყავი ჟურნალისტებთან ერთად გარეთ. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. და როგორ ვიქნებოდი. ჩემს მაგიერ როგორ დაუჭერდა ვინმე მხარს. [ჟურნ: არავინ დაგკავშირებიათ "ქართული ოცნებიდან"?] ...არა, არა, რა სისულელეა... არა, არა, გამორიცხულია, - ამბობს ხაბულიანი.
იხილეთ ასევე: