ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. შოლცი თელ-ავივში სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ჩავიდა. ის შეხვდება პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს. ასევე, მოინახულებს გერმანიის იმ მოქალაქეების ახლობლებს, რომლებიც ჰამასის ბოევიკებმა დაატყვევეს.

ისრაელის შემდეგ გერმანიის კანცლერი ეგვიპტეში ჩამოსვლას გეგმავს. იქამდე კი შოლცი ბერლინში იორდანიის მეფეს შეხვდა და ირანი და ჰეზბოლა მკაცრად გააფრთხილა, არ ჩაერიოს კონფლიქტში. 

ცნობისთვის, ხვალ ისრაელში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ვრცელდება ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებითაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი