„შეგიძლიათ აქ სახლი გქონდეთ" | მაჰმუდ აბასი იორდანიაში ჩასულ ბლინკენს

გამოქვეყნდა:

ბოლო 1 კვირაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე მეორედ ხვდება პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. ბლინკენი ისრაელიდან ისევ იორდანიაში ჩავიდა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„შეგიძლიათ აქ სახლი გქონდეთ" - მიმართა აბასმა ენტონი ბლინკენს შეხვედრის დაწყებამდე.

"ამაზე ვფიქრობ" - უპასუხა ბლინკენმა აბასს.

პირველი შეხვედრა ბლინკენმა აბასთან 13 ოქტომბერს გამართა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენი თავდაპირველად თელ-ავივში ჩავიდა, შემდეგ კი იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. სახელმწიფო მდივანი ვიზიტებითა და ამ ქვეყნების პირველ პირებთამ მოლაპარაკებებით კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.

არაბულ ქვეყნებში ტურნე შემდეგ ის გუშინ, 16 ოქტომბერს ისევ ისრაელში დაბრუნდა, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტის წევრებს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი