ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, კვლავ ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში ის ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტს შეხვდება.

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში, მხარდაჭერის გამოსახატად, გასულ კვირას იმყოფებოდა. 

ისრაელის შემდეგ ის იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტესაც ეწვია. ამ ვიზიტებით სახელმწიფო მდივანი კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი