ოლიგარქიული კლანის სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა ჩინეთში. საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვიქტორ ორბანი პეკინში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩადის. აუდიენცია ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, სადაც ასევე დაგეგმილია კრემლის და ჩინეთის პირველი პირების პირისპირ დიალოგიც. პეკინში შეხვედრები გამართა საქართველოს დელეგაციამაც, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც "ქართული ოცნების" ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს.