ახალი არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში | ვინ გაურიგდა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს - "ქართულმა ოცნებამ" დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამრთლე წევრად გოგა კიკილაშვილი დაამტკიცა, რომლის მამაც ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ სცო.

კიდევ ერთი ახალი წევრი კლანთან დაახლოებული პირი ლევან ნემსაძეა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. "ოცნებას" კენჭისყრაში მაშველ რგოლად ოპოზიციონერი დეპუტატი მოევლინა. გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრა ფარული იყო, მმართველ პარტიასთან გარიგებული ოპიზიციონერის ვინაობა ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" სიით შესული დეპუტატი დაეხმარა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მმართველი პარტია ერთ-ერთ ოპოზიციონერთან გარიგებაში შევიდა.
 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი