გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მხარეებს დაუყოვნებლივ მოხდეს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტა ისრალსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში.
პეკინში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, რომელსაც ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, გუტერეშმა თქვა, რომ უნდა შეეხოს იმას, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში.
"მოვუწოდებ სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ...იმ ეპიკური ადამიანური ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ", - თქვა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. "ჰამასმა" მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა, ისრაელი აცხადებს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია.