საქართველოს შეუძლია "უფრო გონიერი პრეზიდენტი" მიიღოს | რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრი "ოცნებას" აქებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრმა, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა უფრო საღად მოაზროვნე იყოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების პატივისცემისა და საქართველო-რუსეთს შორის თანამშრომლობაში დაბრკოლებების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის შინაგან საქმეებში ჩარევის მცდელობის აღკვეთის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ქვეყანაში "ბევრი კითხვა დაგროვდა"

"ცნობილია, რომ ის [პრეზიდენტი] საფრანგეთის მოქალაქეა. ამბობენ, რომ ქართულადაც კი ცუდად საუბრობს. ზურაბიშვილი დესანტად გაგზავნეს საქართველოში და იკავებს პროევროპულ, შეიძლება ითქვას, პრო-ნატოურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, სერიოზულად არის განწყობილი. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდეს", - ამბობს კლიმოვი. 

კლიმოვი ამბობს, რომ საქართველოს "მმართველი პარტია სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებით მოქმედებს".

"სწორედ ამ ინტერესებში შედის ურთიერთობათა ნორმალიზაცია რუსეთთან, რომელსაც, როგორც "დიდ მეზობელს", შეუძლია ბევრად მეტი გააკეთოს საქართველოში, ვიდრე ყველა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციას და სხვა მსგავს სტრუქტურას", - ამბობს რუსი სენატორი. 

კლიმოვი ამტკიცებს, რომ ქართველებს ახლა აქვთ შანსი გადავიდნენ განვითარების "სუვერენულ გზაზე". 

"ყველაფერს, რასაც ჩვენი დასავლეთის მტრები უნერგავენ ჩვენს მეზობლებს, ნგრევისა და სიმახინჯის გარდა სხვა არაფერი მოაქვს ქვეყნისათვის", - განაცხადა კლიმოვმა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი