ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
თავისი ვიზიტით ბაიდენი ცდილობს გამოავლინოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, რადგან ის მუშაობს "ჰამასის" ლიკვიდაციისთვის, ასევე, სურს იპოვეს გზები ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.
ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბ ლიდერებთანაც ამანში, თუმცა ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამ მოგზაურობის მეორე ნაწილი უკვე გაუქმებულია.
ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. "ჰამასმა" მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა, ისრაელი აცხადებს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია.