ლიეტუვა გამოხატავს მხარდაჭერას მოლდოვას ევროინტეგრაციის დაჩქარებისადმი და ქვეყანას დახმარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის მთავრობის კანცლერმა, გიედრე ბალჩიტიტემ მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში და ქვეყანას შესთავაზა დახმარება კრიზისების მართვის ეროვნული სისტემის შემუშავებაში. ამის შესახებ მან კიშინოვში მოლდოვის მხარდამჭერთა მეოთხე კონფერენციაზე განაცხადა.

ლიეტუვა მზადაა მოლდოვას გაუზიაროს გამოცდილება ინსტიტუციური გადაწყვეტილებების გამოყენების ანალიზში, სამართლებრივი რეგულირებისა და რეფორმის სტრატეგიების შემუშავებაში, ასევე, დაეხმაროს საფრთხეების მონიტორინგის მუდმივი სისტემის შექმნასა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვაში.

"მოლდოვამ უნდა გააგრძელოს საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე. ეს მოითხოვს კარგად ფუნქციონირებად კრიზისების მართვის ეროვნულ სისტემას და ადმინისტრაციულ რესურსებს", - აღნიშნა ბალჩიტიტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას ევროპული ინტეგრაცია რჩება ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოლდოვა ეროვნული უსაფრთხოების მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და მას უწევს გარე საფრთხეებთან და ჰიბრიდულ ზეწოლასთან გამკლავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი