ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ ოთხშაბათს გამოთქვა წინადადება, რომ ღაზაში დევნილი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შესაძლოა გადავიდნენ ისრაელის უდაბნოში, სანამ მიმდარე კონფლიქტი გაგრძელდება. ამ თემაზე მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მე ვურჩევდი ისრაელს მშვიდობიანი პალესტინელების გადასახლებას ნაკაბის უდაბნოში ისრაელში, სანამ ის არ დაასრულებს თავის ოპერაციებს ჰამასთან და სხვა ისლამისტურ მილიციებთან", - თქვა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო 8,5 მილიონი ლტოლვილი და ვერ იტევს მეტ ადამიანს და გამოთქვამს შეშფოთებას ეგვიპტეში პალესტინელების მნიშვნელოვანი შემოდინების უსაფრთხოების პოტენციური რისკების გამო.
"თუ პალესტინელებს დიდი რაოდენობით გადაკვეთის საშუალებას მივცემთ, შესაძლოა ტერორისტული ოპერაციები განხორციელდეს ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელს შეუძლია უპასუხოს", - თქვა მან.
მან დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ხაზი გაუსვა პალესტინის საქმის მნიშვნელობას არაბულ სახელმწიფოებს შორის.