"თეორიულად შეიძლება" | კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე

გამოქვეყნდა:

ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ამჯერად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება, თუმცა ამბობს, რომ ამაზე სჯობს სისხლის სამართლის სპეციალისტებმა ისაუბრონ. კობახიძე ელოდება,  რომ ზურაბიშვილი ისევ "გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას":

"ვერ შევალ მაგ დეტალებში, თეორიულად შეიძლება, მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, შეიძლება მე მქონდეს ზოგადი დასკვნები, მაგრამ სჯობს სისხლის სამართლის სპეციალისტებმა განმარტონ ეს ყველაფერი. ამაზე საუბარი ნაადრევია. მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება,რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული და ნებისმიერ  ასეთ ქმედებაზე იქნება რეაგირება" თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო. იმპიჩმენტმა საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.  

სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს - ეს განცხადება კობახიძემ დღეს პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე გააკეთა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი