ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე ოპოზიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიამენეჯერებს ხვდება. მიღება გაცნობითი ხასიათისაა.
რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
შეგახსენებთ, რომ დანიგენი საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა.