"ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების უპრეცედენტო პაკეტი "ჰამასთან" ომის მოგებაში დაგვეხმარება", - ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ამბობს, რომ სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდოდა, ბაიდენს აჩვენა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისლამური "ჯიჰადია".
ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ისრაელი და აშშ მძევლების გასათავისუფლებლად ერთობლივად მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა. ბორტი ნომერი1 ბენ გურიონის აეროპორტიდან უკვე აფრინდა. ბაიდენის გამგზავრებისთანავე ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო. სირენების ხმა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ისმოდა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი თელ-ავივში დღეს დილით ჩავიდა და ისრაელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: