ივანიშვილი ხიდაშელთან ერთ-ერთ პროექტში ფორმალურ თანამშრომლობას წყვეტს | "ქართუს" მორიგი საეჭვო გარიგება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის მიერ სანქცირებულ ბიზნესმენთან, "კარტოგრაფების" საქმის მთავარ აქტორთან, დავით ხიდაშელთან ერთ-ერთ პროექტში ფორმალურ წყვეტს თანამშრომლობას.  

როგორც იურისტი ირაკლი აბესაძე წერს, 2023 წლის 23 აგვისტოს დავით ხიდაშელის კუთვნილმა კომპანიამ შპს "სულიაჟერის" 35% წილი საკუთრებაში გადასცა "ფონდ ქართუს"-ს, რომელსაც კომპანიის კაპიტალში მედიკამენტების წარმოების დაფინანსების მიზნით თანხა უნდა შეეტანა. თუმცა, 17 ოქტომბერს "ფონდმა ქართუმ" თავისი წილი აღნიშნულ კომპანიაში ალექსანდრე თავართქილაძეს გადასცა. 

აბესაძე წერს, რომ აღიშნული შესაძლოა თაღლითურ გარიგებას უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, დაუდგენელია თუ რა რაოდენობის თანხა ჩადო ბიძინა ივანიშვილის ფონდმა აღნიშნულ პროექტში.

"2022 წლის 23 აგვისტოს დავით ხიდაშელის კუთვნილმა კომპანიამ შპს ,,სულაჟერის” 35% წილი საკუთრებაში გადასცა "ფონდ ქართუ"-ს, რომელსაც კომპანიის კაპიტალში უნდა შეეტანა თანხა თითქოს ანტივირუსული პრეპარატის წარმოების დაფინანსების მიზნით. 

1 წელზე მეტი გავიდა და 17 ოქტომბერს ,,ფონდმა ქართუ”-მ თავისი წილი შპს ,,სულაჟერში” საკუთრებაში გადასცა ალექსანდრე თავართქილაძეს. 

რეალურად არსებობდა თუ არა თავიდანვე რაიმე პრეპარატის შექმნის მიზანი, რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ,,ფონდმა ქართუ”-მ, რატო აიღო ხელი ამ ,,მნიშვნელოვან” მიზანზე ფონდმა (თავის ექსპერტებს დაევალათ ამ პროექტის მნოშვნელობაზე თავის დადება, იხ. კომენატარები), ხომ არ იყო ეს თვალთმაქცური გარიგება ივანიშვილსა და ხიდაშელს შორის და რეალურად რას მოხმარდა ამ კომპანიაში ჩადებული ფული….?!

კიდევ ერთხელ, რატომ ჩნდება ეს კითხვები?! ისევ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ "ქართუ"-ს ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), აფინანსებდეს არასაქველმოქმედო პროექტებს და მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არასაქველმოქმედო მიზნებისთვის", - წერს ირაკლი აბესაძე.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 14 სექტემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი