ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.

კანონის რატიფიცირების შედეგად ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდიც იმქნება. 

"ეს დოკუმენტი გახსნის გზას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა", - წერია რადას ინფორმაციაში.

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას 30 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო უმაღლესმა რადამ მისი რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი