რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარების განსახილველად

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა რეგიონში მის კოლეგებთან ერთად განიხილოს ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება.

სუნაკი განიხილავს "რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი არასაჭირო დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას", ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

ხუთშაბათს სუნაკი შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და მოუწოდა საუდის არაბეთს ხელი შეუწყოს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. გუშინ ის იმყოფებოდა ისრაელში სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი