დავარტყით "ჰამასის" 100-ზე მეტ სამიზნეს, ლიკვიდირებულია საზღვაო ძალების წევრი, განეიტრალა ტერორისტული რაზმი | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) დღეს დილით განახლებულ ინფორმაციაში ამბობს, რომ დაარტყეს "ჰამასის" 100-ზე მეტ ობიექტს. უწყების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა მიწისქვეშა გვირაბებს, იარაღის საწყობებსა და ათობით ოპერატიულ მართვის ცენტრს.

IDF ამბობს, რომ ლიკვიდირებულია მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, "ჰამასის" საზღვაო ძალების წევრი, რომელიც მონაწილეობდა სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში. ასევე ტერორისტული რაზმი, რომელიც "ჰამასის" საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, "განეიტრალდა ღაზის ქალაქზე მიზანმიმართულ დარტყმაში".

"გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული აქტივები და იარაღი, რომელიც მდებარეობს ჯაბალიას რაიონში მეჩეთში, რომელიც გამოიყენებოდა ჰამასის ტერორისტების მიერ სადამკვირვებლო პუნქტად და დადგმის ადგილად", - აცხადებს IDF.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი