3 ფოტო-კადრი თარიღის გარეშე | როგორ გამოიკითხა ოთარ ფარცხალაძე?

გამოქვეყნდა:

3 ფოტო-კადრი და სიტყვიერად მითითებული თარიღი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთი თვის დაგვიანებით ავრცელებს ინფორმაციას და აქვეყნებს ოთარ ფარცხალაძის კადრებს. გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეფ-ეს-ბეს აგენტად გამოცხადებული ყოფილი მთავარი პროკურორი 19 სექტემბერს გამოკითხეს და ახლა მტკიცებულებებს ამერიკიდან ელოდებიან. 

სუსის უფროსის კომენტარის და მედიაში გავრცელებული მასალაც იმდენად არადამაჯერებელია, რომ აგენტ ფარცხალაძის საქმეზე ახლა უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. რატომ არ აწერია ვიდეო მასალიდან ამოჭრილ კადრებს თარიღი, რატომ ჩანს კადრებში მხოლოდ ფარცხალაძის შენობაში შესვლის მომენტი და რატომ არ გავრცელდა გამოკითხვის სხვა მტკიცებულება, რატომ მისცეს ყოფილ მთავარ პროკურორს ქვეყნის დატოვების უფლება - ფარცხალაძე საქართველოდან მეორე დღესვე გაფრინდა. ამ ყველაფერზე სუსი დუმს.

"მთავარმა არხმა" სუს-ს ოფიციალური წერილი მიწერა შეკითხვებით, კონკრეტულად როდის და რომელ საათზე მივიდა ფარცხალაძე გამოკითხვაზე და რა დრო დაჰყო ე.წ. მოდულის შენობაში, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

სუს-ი მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში ოთარ ფარცხალაძე მიმდინარე წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი