აშშ მიესალმება 2 მძევლის გათავისუფლებას, თუმცა მუშაობა გრძელდება | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან "ჰამასის" მიერ 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას და იზიარებენ შვებას, რასაც მათი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები გრძნობენ.

თუმცა, ბლინკენის თქმით, 10 ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა და მათი გათავისუფლებისთის მუშაობა გრძელდება. როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, ისინი, სავარაუდოდ, იმ 200 მძევალს შორის არიან, რომლებიც ღაზაში გადაიყვანეს.

"თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს," - აღნიშნა ბლინკენმა და მან მადლობა გადაუხადა კატარის ხელისუფლებას, რომელიც პროცესში მონაწილეობდა. 

რაც შეეხებათ გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიემგზავრება ჯგუფი, რომელიც ამას შეაფასებს. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია სხვა ამერიკელი მძევლების სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ოქტომბერს, "ჰამასმა" 2 ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ჯუდიტ ტაი რაანანი და მის 17 წლის შვილი, ნატალი რაანანი, რომლებიც 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს.

როგორც CNN წერდა, მათი გათავისუფლება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა. მედიის წყაროს ცნობით, ისინი "ჰუმანიტარული ნიშნით" გაათავისუფლეს, რადგან დედა მძიმე მდგომარეობაშია.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი