ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორში "ჰამასის" რამდენიმე ობიექტს დაბომბეს.
IDF-ის თქმით, დარტყმის ქვეშ იყო სამეთაურო ცენტრები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ასევე, სნაიპერების პოზიციები მაღალსართულიან შენობებში.
ამას გარდა, IDF-ის ცნობით, ღამით მათ რამდენიმე დარტყმა მიაყენეს "ჰეზბოლას" სამხედრო ობიექტებსაც, სამხრეთ ლიბანში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.