ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ისრაელსა და "ჰამასს" შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, გაეროს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. თუმცა, Reuters-ის ჩამონათვალში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები არ არიან.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი