ღამით "ჰამასის" 68 წევრი დავაკავეთ | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, გასულ ღამეს "ჰამასის" 68 წევრი დააკავეს და იერიში მიიტანეს ტერორისტ მაჰერ შალუნის სახლზე

როგორც ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მას ბრალად ედება ამერიკისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქის, ელან განელესის მკვლელობა.

IDF-ის ინფორმაციითვე, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროზე ჯამში 670 ძებნილი პალესტინელი დააკავა, მათგან 450-ზე მეტი "ჰამასის" წევრია. 

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი