ნავალნის ორგანიზმში გარშემომყოფებისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს, ტრანსპორტიებაზე რუსეთი უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერება აღმოაჩინეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის იურისტმა, ივან ჟდანოვმა განუცხადა. მან თქვა, რომ გამოძიება ნივთიერებას ასაიდუმლოებს და ამბობს, რომ ის გარშემომყოფებისთვის საფრთხისშემცველია.

საავადმყოფოს ადმინისტრაციას და ალექსეი ნავალნის მკურნალ ექიმებს უნდობლობას უცხადებს პოლიტიკოსის ოჯახი. იულია ნავალნაიას გაცხადებით, მას მეუღლის გერმანიაში გადაყვანის უფლებას არ აძლევენ.

ნავალნის ტრანსპორტირების აკრძალვა არის მცდელობა იმისა, რომ მის ცხოვრებას განაგებდნენ ექიმები და ვერაგი ხელისუფლება, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ მიიღეს მათ, არამედ კრემლმა, - თქვა ნავალნის სპიკერმა.

მისივე თქმით, ექიმება თავდაპირევლად უთხრეს, რომ ნავალნის ტრანსპორტიება შესაძლებელი იყო, თუმცა შეთანხმება ბოლო წუთს შეცვალეს.

ომსკში, ქალაქში სადაც ნავალნის მკურნალობენ უკვე ჩაფრინდა თვითმფრინავი გერმანიიდან, რომ ის შესაძლებლობის შემთხვევაში სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანოს.

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ მათ სამკურნალოდ მედიკოსები მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, დაინიშნა ნავალნის 5 შესაძლო დიაგნოზზე ტექსტი, რომლის შედეგებიც ორ დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ექიმმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ნავალნი მართლა მოწამლული.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი