ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი ამბობს, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი მათი საქმე არ არის.
"მსოფლიოს შეუძლია, მოვიდეს და ღაზის მოსახლეობას დაეხმაროს, თუმცა, ეს ჩვენი საქმე არ არის", - თქვა მან. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ორმხრივი უნდა იყოს და "ჰამასმა" ტყვეები გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.