ისრაელის პოლიციამ და თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ "ჰამასის თავდასხმის" შედეგად დაღუპული 1075 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 769 მშვიდობიანი მოქალაქე და 307 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა როგორც ისრაელის პოლიცია ამბობს, კიდევ 200 სამოქალაქო ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: