"ჰეზბოლა" თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ "ჰეზბოლა" ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს. მისივე თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელის წარმოუდგენელი მასშტაბის კონტრშეტევას, რომელიც ლიბანს გაანადგურებს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი