საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 23 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი ოფისზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. გამოცემა The Times of Israel წერს, რომ 24 ოქტომბერს ქვეყანაში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტეც ჩავა.
მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ "ისრაელის "ჰამასზე" გამარჯვება მთელი მსოფლიოს გამარჯვება იქნება".
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: