
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესის, სენატისა და ამერიკის ახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდებიან.
პოლიტიკოსები შეხვედრებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხებზე ისაუბრებენ. "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერები "ნაციონალური მოძრაობიდან" და "სტრატეგია აღმაშენებლიდან" ნიუ-იორკში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდებიან.
"როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალდებულებაა ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან. ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით საემიგრაციო საკითხებზე, რაც მთავარია კანდიდატის სტატუსი, ნატოში ინტეგრაცია, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.