ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ სამხედრო კამპანიას ღაზაში "შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ ბოლოს ჰამასი აღარ იქნება".
გალანტმა ეს განცხადება ისრაელის საჰაერო ძალების ოპერატიული მართვისა და კონტროლის ცენტრში ოპერატიული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.
"ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში ჰამასი აღარ იქნება", - თქვა მან.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი, სახმელეთო ოპერაცია, "მალე მოვა".