ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში რეიდები მძევლებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩაატარა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ განახორციელეს რეიდები ღაზაში. სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჯავშანტექნიკის და ქვეითი ძალების" მონაწილეობით რეიდები გამიზნული იყო "ტერორისტული უჯრედების მოკვლაზე, რომლებიც ემზადებიან ომის შემდეგი ფაზებისთვის".

მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ძალები ძლდილობდნენ "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

ღაზაში რეკეტის შედეგად კვირას ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში "ჰამასის" და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებების 320 სამიზნეს დაარტყეს. IDF-ის განცხადებით, დაარტყეს გვირაბებს, სამხედრო ობიექტებს, სადამკვირვებლო პოზიციებს, ნაღმტყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების პოზიციებს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი