"ჰამასი" ამბობს, რომ ღაზის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა

გამოქვეყნდა:

"ჰამასმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზის სექტორის ყელა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა. 

დაჯგუფება ითხოვს რეგიონში მუდმივი დერეფნის შექმნას, რათა თავიდან აიცილონ  "ჰუმანიტარული კატასტროფა".

"მიმდინარე ალყამ ჩამოშალა ჰუმანიტარული პირობები და გამოიწვია საკვებისა და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ღაზას სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჰამასი" აკრიტიკებს ღაზაში დაშვებული ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდულ რაოდენობას და მოუწოდებს არაბულ, ისლამურ ქვეყნებს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, "გააძლიერონ ძალისხმევა" ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად. 

"ღაზის სექტორი გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარდა სხვა არაფერია", - წერია განცხადებაში. 

ისრაელმა ბლოკადა ორი კვირის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰამასი" ქვეყანას თავს დაესხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი