რუსული კვალი არჩევნებში | აშშ-ის დაზვერვის გაფრთხილება და "ოცნების" თავდასხმა პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

კრემლის გავლენა არჩევნებზე - ამერიკული დაზვერვა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე საუბრობს და თავის პარტნიორ 100 ქვეყანას აფრთხილებს. CIA-ის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს დემოკრატიისადმი ნდობის შესამცირებლად. სადაზვერვო სამსახური საუბრობს 9 კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე, სადაც კრემლმა შედეგს მიაღწია. თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება პარტნიორების მდგომარეობა - შეტყობინებებში, რომლებიც სპეცსამსახურმა პარტნიორებს გაუგზავნა, გაშიფრულია კრემლის მოქმედების კონკრეტული სქემები და რეკომენდაციები ამ სქემების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის. დიდი ალბათობით ასეთი გაფრთხილება "ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი