
რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის სახელმძღვანელო უნდა გახდეს, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. საქართველოს ევროპული გაერთიანების მოთხოვნების შესასრულებლად 2 კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყანას 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებული. თბილისში ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის დოკუმენტი ცალსახა არ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურიად უნდა მიიღონ.