ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც დაკითხვისას 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის აღიარებაა ჩაწერილი.
უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრი ამბობს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ბრძანება, მოეკლათ ყველა, ვისაც დაინახავდნენ. მისივე თქმით, ბრძანება მოიცავდა მსხვერპლებისთვის თავებისა და ფეხების მოკვეთასაც.
გარდა ამისა, "ჰამასის" წევრი ვიდეოში ამბობს, რომ მისცეს უფლება, გაეუპატიურებინათ ერთ-ერთი გოგონას გვამი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "ჰამასის" ტერორისტი, რომელიც ვიდეოზეა ასახული, კიბუც ალუმიმზე თავდასხმის დროს დააკავეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: