მომავალი კვირიდან Red Wings საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას ეკატერინბურგიდანაც გეგმავს

გამოქვეყნდა:

Эхо Кавказа-ს ცნობით, ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა განაცხადა, რომ  პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება.

"საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით", - თქვა მალცევმა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. კომპანია ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან დაიწყებს და რეისებს სამშაბათსა და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან იფრენს ხუთშაბათსა და კვირას. 

ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი