ირანი სივრცეს აძლევს ISIS-ს რომ რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია მოახდინოს | აშშ-ის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

ამერიკა ამბობს, რომ ირანი და ირანის მარიონეტული ძალები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციას.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში დისლოცირებული აშშ-ის ძალები დრონებითა და რაკეტებით ცალმხრივი თავდასხმის სამიზნე გახდა.

"ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ ვიყო აშშ-ს ძალების შესახებ ერაყსა და სირიაში. ისინი იქ ერთი და მხოლოდ ერთი მიზნით არიან. ეს არის ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ლიდერობენ ISIS-ის (ისლამური სახელმწიფოს) მტკიცე დამარცხების მიღწევაში, არანაირი სხვა მიზნით.

ასე რომ, როდესაც ჩვენ დავინახავთ ამ ძალისხმევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ირანს და მის მარიონეტებს, რათა დაემუქრონ და დაესხნენ თავს აშშ-ს ძალებს, რასაც ირანი რეალურად აკეთებს არის სივრცის მიცემა ISIS-ისთვის, რომ აღადგინოს და რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია მოახდინოს", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ ადანაშაულებს ირანს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავდასხმების "აქტიურ ხელშეწყობაში".

ბოლო კვირაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში განხორციელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი