ევროკომისია მოუწოდებს რუსეთს მისცეს ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ წასვლის საშუალება

გამოქვეყნდა:

ევროკომისია მოუწოდებს მოსკოვს სასწრაფოდ, მისცენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანიაში მკურნალობისთვის წასვლის საშუალება. ასევე, მოუწოდებენ ჩაატაროს გამოძიება მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ.

ჩვენ ველოდებით სწრაფ, დამოუკიდებელ, გამჭვირვალე გამოძიებას და თუ ეს ვარაუდი დადასტურდება, ისინი პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს მათ დანაპირებს, მისცემს საშუალებას ნავალნი უსაფრთხოდ და სწრაფად გადაიყვანონ საზღვარგარეთ, რათა მიიღონ სამედიცინო მკურნალობა მისი ოჯახის სურვილის შესაბამისად, - თქვა სპიკერმა პრესკონფერენციაზე.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერება აღმოაჩინეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის იურისტმა, ივან ჟდანოვმა განუცხადა. მან თქვა, რომ გამოძიება ნივთიერებას ასაიდუმლოებს და ამბობს, რომ ის გარშემომყოფებისთვის საფრთხისშემცველია.

საავადმყოფოს ადმინისტრაციას და ალექსეი ნავალნის მკურნალ ექიმებს უნდობლობას უცხადებს პოლიტიკოსის ოჯახი. იულია ნავალნაიას გაცხადებით, მას მეუღლის გერმანიაში გადაყვანის უფლებას არ აძლევენ. ომსკში, ქალაქში სადაც ნავალნის მკურნალობენ უკვე ჩაფრინდა თვითმფრინავი გერმანიიდან, რომ ის შესაძლებლობის შემთხვევაში სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანოს.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი