ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. BBC-ის ცნობით,
განგაშის სირენები ამოქმედდა ცენტრალურ ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურები აცხადებენ.
"ზოგიერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა თავშესაფრისკენ წასვლის დროს", - აცხადებენ ისრაელში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: