ოჩამჩირეში საზღვაო ფლოტის ბაზის გახნით რუსეთი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას კავკასიაში. კრემლი სულ უფრო აქტიურად ცდილობს ახალი დაძაბულობის კერების გაჩენას, რომლებში წარმოქმნილი კონფლიქტიც სავარაუდოდ გლობალურ მასშტაბებს მიიღებს. ერთ-ერთი ასეთი კერა ე.წ. ზანგეზურის დერეფანია. ყარაბაღის კონფლიქტის ნომინალური დარეგულირების შემდეგ ბაქო ახლა სატრანსპორტო დერეფანზე წვდომას მოითხოვს.