"აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავს დაიცავს" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ ვაშინგტონი სწრაფად იმოქმედებს, თუ ირანი ან მისი მარიონეტები აშშ-ის წარმომადგენლებს სადმე თავს დაესხმებიან. 

"აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ", - თქვა ბლინკენმა.

ცნობისთვის, აშშ ირანს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავდასხმების "აქტიურ ხელშეწყობაში" ადანაშაულებს. ბოლო კვირაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში განხორციელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი