სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, რომლებიც ღია ტერიტორიაზე დაეცა. გამოცემა Time of israel წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები იერიშს საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ სირიიდან ისრაელის ჩრდილოეთით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, თუმცა იერიშს ზიანი გამოუწვევია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: