7 ოქტომბრის შემდეგ დღეს ისრაელში ყველაზე მასშტაბური განგაში გამოცხადდა. ეს იყო ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიში. ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან კი მთელი ღამის განმავლობაში "ჰამასის" პოზიციები
იბომბებოდა.
თავდაცვის ძალებმა 400-ზე მეტი იერიში განახორციელეს სხვა და სხვა ობიექტზე მათ შორის სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას პოზიციებზეც. პარალელურად ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება შეერთებული შტატების საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითთა კორპუსის 12 ათასზე მეტი სამხედრო.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: