ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენ.მდივანთან შეხვედრა გააუქმა

გამოქვეყნდა:

"მე არ შევხვდები გაერო-ს გენერალურ მდივანს", - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა და ანტონიო გუტერეშთან შეხვედრა გააუქმა

"მე არ შევხვდები გაერო-ს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. "ჰამასი" დედამიწის პირიდან უნდა წაიშალოს", - დაწერა კოენმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის კრიტიკა გუტერეშის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ "ჰამასის" თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა და პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება".

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი