"ომი ჯერ მხოლოდ იწყება" | გალანტი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "ომი ჯერ მხოლოდ იწყება". მისივე თქმით, ისრაელი ბრძოლის ველზე გავა და "ჰამასს" გაანადგურებს.

"მოემზადეთ სამომავლო ამოცანებისთვის, ომი ჯერ მხოლოდ იწყება და სამწუხაროდ, ფასი გვექნება გადასახდელი… არგად მოემზადეთ, მზად იყავით - ფიზიკურად და მენტალურად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ველზე გავალთ და "ჰამასს" გავანადგურებთ. პირდაპირი მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არსებობა არ შეგვეძლება", - თქვა გალანტმა.

 ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი