"დედა, შენი შვილი გმირია" | ისრაელის თავდაცვა "ჰამასის" წევრის მშობლებთან საუბარს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო "ჰამასის" ერთ-ერთი ტერორისტის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. ტერორისტული დაჯგუფების წევრი, რომელიც 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა, მშობლების წინაშე 10 ებრაელის მოკვლით ტრაბახობს. 

"დედა, შენი შვილი გმირია", - მიმართავს ტერორისტი დედამისს. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი