ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა განაცხადა, რომ ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ.
"მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემაზე. ჩვენ უკვე ვუთხარით უარი ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსისთვის. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ", - განუცხადა ერდანმა Army Radio-ს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა BBC News-ს განუცხადა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უნდა დატოვოს თანამდებობა "აღმაშფოთებელი" კომენტარებისთვის, რომელიც მან სამშაბათს გააკეთა.
თავის გამოსვლაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შესახებ გუტერესმა თქვა:
"მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ჰამასის თავდასხმები არ მოხდა ვაკუუმში. პალესტინელი ხალხი ექვემდებარება 56 წლის მახრჩობელ ოკუპაციას".
გუტერეშმა იქვე აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" თავდასხმებს.